четверг, 19 ноября 2009 г.

"დიდოსტატის მარჯვენა" საქართველოს ისტორიის ჭრილში.

პროექტის სახელი:"დიდოსტატის მარჯვენა" საქართველოს ისტორიის ჭრილში.
პროექტის მოკლე აღწერა 1 -2 წინადადებით:მოსწავლეებს ვავალებ "დიდოსტატის მარჯვენაში"გამოყენებული ისტორიული ფაქტების ამოკრეფას და მის შეჯერებას რეალურ ისტორიასთან. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოახდენენ სვეტიცხოვლის ტაძრის აგების შესახებ არსებული ლეგენდის შეჯერებას რეალობასთან.მოსწავლეები ეცნობიან გიორგი პირველის ლიტერატურულ პორტრეტს და ადარებენ მის ისტორიულ პორტრეტს.მოსწავლეები ტექსტში მოიძიებენ საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ არსებულ მონაცემებს და შეადარებენ იმ ეპოქის რეალურ ისტორიულ სურათს.მოსწავლეები ტექსტში მოძიებულ საქართველოს საშინაო-პოლიტიკურ მდგომარეობის ამსახველ ფაქტებს შეადარებენ რეალურ-ისტორიულ პროცესს. მონაწილეთა ასაკი: 17-18. ვადები/ხანგრძლივობა:1 კვირა. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ჯგუფური მუშაობა,პრეზანტაცია,თვალსაჩინოების წარმოდგენა. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის შედეგად შეიძენენ იმ ეპოქის შესახებ მყარ ცოდნას, გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების და მსჯელობის უნარ-ჩვევები. პროდუქტები;თვალსაჩინოებები. სარგებელი სხვებისთვის: აზრის ურთიერთგაცვლა,კომუნიკაცია,მოსმენა და ურთიერთთანამშრომლობა. სამუშაო ენა: ქართული. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:---- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ხელოვნება. ცოდნა, ინფორმაციის მოძიება, დახასიათება-მსჯელობა. პროექტის ფასილიტატორი:ნანი ზარხოზაშვილი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა.nanazarkhozashvili@gmail.com